Friday, November 13, 2009

მორიგი 13 გა-20-და-2-და!!!!

აი ისევ 13 ნოემბერია, სუსხიანი დღე არაა მაგრამ მაინც სასიამოვნოა….

ზამთარი მოიპარება….........

ისევ მახსენებენ რომ 22 წლის წინ დავიბადე… მახსენებენ რომ მაწაკი და საძაგელი ვიყავი და დავრჩი კიდეც ისეთად…

შევიცვალე? კი რა თქმა უნდა ჰოპ და ახლა უკვე 22ჯერ ჭკვიანი და საძაგელი ვარ :)

ჩემი წლევანდელი დაბადების დღეც მეორე 13იანის გარეშე გადის, შორსაა თუმცა მაინც ვგრძნობ …

ჰოდა ასე გავიდა უკვე 21 და დაიწყო 22-ე

კარგია, მომწონს… კარგად დაიწყო …

და იმედია ესე საკაიფოდვე გაგრძელდებაა!!!

კოკოოო გილოცავ!! ვილოცავ!! და ვაფშე

13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13

პარასკევი 13 რიცხვი , ზუსტად ისევე როგორც 1987 წელს ……

Thursday, November 12, 2009

თავდაცვა , თავდასხმა და პრესტიჟი

საერთოდ სპორტი მიყვარსთქო ვერ ვიტყვი . აზარტული ვარ და ზოგჯერ არის მომენტები როდესაც ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრს ვუყურებ სიამოვნებით.

თუმცა მიუხედავად ამის მაქვს ორი სპორტი რომელიც ძალიან მიყვარს ერთი რაგბია რომელზეც ეს ჩანაწრი ნამდვილად არაა….

ხოლო აი მეორე სპორტის სახეობა გახლავთ ფარიკაობა….

სპორტი რომელშიც ყველა მოძრაობა აგრესიული და ამავე დროს უაღრესად ფრთხილია….. ყველა მოძრაობაში რაღაც აღმატებული და განსაკუთრებულია….

ეს არის ის სპორტი რომელშიც შენი სიამაყე და რეპუტაცია  მოძრაობის პირდაპირ პროპორციულია.

ფარიკაობაში ყველაფერი დახვეწილი და ამბიციურია…. რა ძლიერია შეგრძნება როდესაც დაიხურავ მუზარადს, გაისწორებ ხელთათმანს და შენს რაპირას ძლიერად მოუჭერ ხელს…. მიიღებ საწყის პოზას და მოემზადები დარტყმისათვის….

შეტევა, უკანდახევა, შეტევის აცილება, ისევ შეტევა…. ჩხვლეტა ……

გაიმარჯვე!!!!!

მიყვარს და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიქნები ამ სპორტით!!!!

Saturday, November 07, 2009

პირდაპირ და მარცხნივ

როდესაც ადამიანს აქვს ცუდი ჩვევა ეს ძალიან ცუდიაო აბობენ, მაგრამ….

შეიძლება თუ არა განვიხილოთ პირდაპირობა (აზრის პირდაპირ თქმა დაფარვის და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე) ცუდ ჩვევად?

ჩვეულებრივ, რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ და რასაც ვამბობ იმასვე ვფიქრობ…. ძალიან იშვიათად რომ არ ვთქვა რასაც ვფიქრობ, ისიც იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ერთადერთხელ და პირველად მყავს ნანახი.

მართალია, ის რომ მე პირდაპირ ვეუბნები ყველას ყველაფერს უმეტესობაში იწვევს გაღიზიანებს, მაგრამ ნამდვილად მირჩევნია fuck off sayvareloგავაღიზიანო სხვა ვიდრე ვიყო გაღიზიანებული მე თვითონ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთი გაღიზიანებული სხვა გავლენას ვერ ახდენს ჩემს გარშემო მყოფ სხვა 100ზე, ხოლო მე ვახდენ. გამოდის რომ სწორ და რაციონალურ გადაწვეტილებას ვიღებ ხოლმე.

არის კიდევ მეორე ვარიანტი ვიღაცა მეტყვის რატომ არ გკიდიაო? რა მკიდია ის რომ მიჩნდება აზრი და არ ვთქვა? მაშინ დაკიდებას ჯობია იმას ვიჩალიჩებ რომ აზრები არ გამიჩნდეს, მაგრამ არა…

 

ზოგჯერ იმხელა სიამოვნებას მანიჭებს ყველაფრის პირდაპირ თქმა რომ ამას ვერ შეველევი….

ხოდა ასე და ამგვარად იყავით მზად რომ რასაც ვფიქრობ იმასვე გაგიმხელთ ყველანაირი კორექტირების და კორექტულობის გარეშე!

ასეთი ვარ და Deal with it ….

p.s მიწიდან აწეული ვარ და აერში ვფარფატებ!! მადლობა ბაკოს :)

Monday, November 02, 2009

BI - ბისექსუალი - IB

ნუ ჩათვალეთ რომ ხმამაღლა ვფიქრობ….

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი ხალხია და საერთოდაც მე არავის და არაფრის წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს ….

აი უბრალოდ ვფიქრობ ბისექსუალი ეს ისეთი ადამიანია რომელმაც ვერ იპოვა საკუთარი თავი? ანუ ის ძიების პროცესშია? საკუთარ თავს ემალება?

თუ უბრალოდ რეალურად ერთ მხარესაცაა და მეორე მხარესაც?

ადამიანში არის ორი სხვადასხვა ნაწილი, მხარე, როგორც არ უნდა ერქვას და ეგ მაინც არ ნიშნავს რომ გაორება აქვს?

მე მაინც ვემხრობი აზრს (ბეევრი ვიფიქრე … :) )რომ ბისექსუალებს გაორება არ აქვთ ანუ ორივე სქესის (თავისიც და საწინააღმდეგოც) წარმომადგენელთან ურთიერთობით იღებს რაღაცას და რადგან ორივესთან უნდა ურთიერთობა, ესეიგი ეს მიღებული რაღაც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ანუ ემოცია, ურთიერთობა ფრიად განსხვავებულია და სხვადასხვა შეგრძნებებს ბადებს.

საერთოდ სიმართლე თუ გინდათ გენიალურია ბისექსუალი იყენებს სექსუალურ რესურსებს ოპტიმალურად :)

ხოდა ნუთუ ვცდები?

Friday, October 30, 2009

ოთახის მოწყობა მინიმალური ხარჯით-Self hand made

მოკლედ რაშია საქმე რახან დავგეგმე ბარემღაც დავწერ :)

ჰოდა მინიმალური ხარჯი ძალიან ფართო ცნებაა, ამიტომ მე დავწერ აქ ვარიანტებს და მიახლოებით ფასებს თუ რა დაგიჯდებათ კრეატიულ საინტერესო , საკუთარი ხელით დეკორირებული ოთახი ან მისი ელემენტები.

პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ რაოდენ პატარა და უსახური ოთახიც არ უნდა გქონდეთ (ან გეჩვენებოდეთ რომ ეგეთია) სარკეები მას დაამშვენებს და ბევრად უფრო მშვენიერს და ვიზუალურად დიდს P1100713გახდის.

საჭირო მასალა :

  • სარკე – 1 მ2- 35 ლარი (არის თურქულებიც 28 ლარიანი მაგრამ მალე  ფუჭდება)
  • სილიკონი ანუ გერმეტიკი შუშის და სარკისათვის- 5-10 ლარი ( ნუ ამასთან აუცილებელია მისი შპრიციც ისე ვერ გამოიყენებთ)
  • პერმანენტ მარკერი (ფერი გამომდინარე ოთახის ფერიდან შეგიძლიათ აარჩიოთ რამოდენიმე ან ერთი) – 1.5 ლარი (ცალი)

რას ვაკეთებთ: სასურველ ფორმაზე და ზომაზე გამოჭრილ სარკეებს ვდებთ სახით დაბლა, ვუსვამთ გერმეტიკს ისე, რომ მოვიცვათ თითქმის P1100716 მთელი სარკე, მაგრამ მთლიანი ზედაპირი კი არა ზოგიერთი ნაწილები მხოლოდ ანუ კუთხეები, გვედრების შუა და ძირითადი სარკის შუა ნაწილი. შემდეგ ვიღებთ სარკეს და ვამაგრებთ კედელზე სასურველ ადგილას, გვიჭირავს და ვაწვებით ასე 2 წუთი, იმისათვის რომ სარკე დაფიქსირდეს და გერმეტიკმა აიღოს. აქვე რჩევა თუ სარკის ნაჭერი საკმაოდ დიდია მაშინ ასეთი ხერხით მიმაგრებულ სარკეს სჭირდება რამე საყრდენი სანამ გერმეტიკი დაიჭერს. გერმეტიკის გაშრობას ესაჭიროება 24 საათი.

მას შედეგ რაც თქვენი სარკე უკვე კარგად მიემაგრება კედელს , თაროს თუ სხვა ზედაპირს სადაც თქვენ ის დაამაგრეთ შეგიძლიათ მოიმარჯვოთ პერმანენტ მარკერი და ზედ გააკეთოთ სხვადასხვა ნაწერები, ჩარჩოები, ნახატები, მოკლედ სადამდეც ფანტაზია და ნიჭი გაგიქაჩავთ…. მას შემდეგ რაც პერმანენტ მარკერით მუშაობას მორჩებით შეგიძლიათ P1100717დატკბეთ თქვენი შედევრით. ოთახში ახლა როგორც პრაქტიკული, ისე დეკორატიული გამოყენების სარკეები გაქვთ, რომელიც ძალიან საინტერესო ელფერს შემატებს თქვენს ოთახს.

აი ასე სულ რაღაც 50 ლარად გაქვთ ახალი დეკორაცია, ჰენდ მეიდი თანაც თქვენით გაკეთებული.

(მე ჩემს სარკეზე სტიკერიც დავაწებე სპეციალურად შუშისთვის და გარშემო მარკერით კანტიც გავუკეთე ისევე როგორც მთლიან სარკეს)

შემდეგი იდეა მოიცავს საინტერესო სტენდის გაკეთებას რაც ოთახის დიზაინს განსაკუთრებულ სახეს შესძენს , გაახალისებს და თქვენ ყოველთვის გექნებათ რაღაც, რაც მოწყენილობის და უხაისათობის ჟამს შეგიძლიათ გამოცვალოთ , გაახალისოთ ან ”დაანავაროტკოთ”

მაშ ასე საჭირო მასალა:

  • რაიმე რასაც აქვს ჩარჩო (მაგალითად დიდი სურათის ჩარჩო, პინ ბორდი, მუყაოს უზარმაზარი ნაჭერი…)- ამის ფასი არ ვიც გააჩნია P1100714რას მოიძიებთ (ჩემი ბორდი 25 ლარი ღირდა)
  • მშენებლობისას გამყენებადი ღრიჭოების ამოსავსები ქაფი – 10-15 ლარი
  • პულვილიზატორიანი საღებავი (რა ფერიც გინდათ და გაწყობთ) – 5 ლარი
  • წებო (შესაძლოა დაგჭირდეთ)- 3 ლარი (მე მომენტი მაქვს :) )

რას ვაკეთებთ: ვიღებთ ქაფს და ან პირდაპირ ნაზად ვასხავთ ჩვენს ჩარჩოზე (თუმცა ამას არ გირჩევთ გაიძლაზნება) ან ვასხავთ რაიმე ზედაპირზე რომელიც არ გვჭირდება, ვაცლით გაშრობას (ამასაც კაი ხანი უნდა გასაშრობად) შემდეგ ვაჭრით ამ უსარგებლო დრობიეთ ზედაპირიდან  ნელა ქაღალდის საჭრელი დანით (აკა რეზაკი) .

ორივე შემთხვევაში როდესაც ქაფი გაშრება ვღებავთ პულვილიზატორით სადღაც 15 სანტიმეტრის დისტანციიდან (ნუ თუ P1100725პირდაპირ ჩარჩოზე დაასხით მანამდე კეთილი ინებეთ და შუშას და ყველა დანარჩენ ნაწილს გადააფარეთ გაზეთი რომ არ შეიღებოს). საღებავის გაშრობას ასე 5 საათი უნდა. თუ თქვენ ქაფი დანით ააჭერით და არ დაგისხავთ პირდაპირ ჩარჩოზე ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ წებო. წებოს ნაზად გაანაწილებთ ასანტის ღერით ან ყურის საწმენდი ჯოხით ჩარჩოს ზედაპირზე და ქაფის უკანა ნაწილზე, შემდეგ კი გამშრალ ქაფს დაადებთ ჩარჩოს და ოდნავ დააწვებით და დაიჭერთ, იმისათვის რომ P1100720დაფიქსირდეს ზედაპირები ერთმანეთზე.

მაშ ასე თქვენ ჩარჩო მზად გაქვთ ეხლა უნდა გააკეთოთ კოლაჟი ჩასვათ  ამ ჩარჩოში , დაკიდოთ კედელზე და დატკბეთ საკუთარი ნახელავით, ხოლო როგორც კი ცუდ განწყობაზე დადგებით , მოაცილოთ ძველი კოლაჟი და გააკეთოთ ახალი , ახალი განწყობის შესაბამისად.

მაშ ასე ჩვენ უკვე გვაქვს მეორე ჰენდ – სელფ მეიდ ნივთი სულ რაღაც 48 ლარად :)

 

 

და ბოლოს ყველაზე საინტერესო, თუ თქვენ გეზარებათ მადენი ზინტლაობა, მაგრამ მაინც გინდათ რაიმე საინტერესო სიახლე თქვენს ოთახში, შედით ინტერნეტში, მოიძიეთ ფოტო შედეგები სერჩ რაიმე ასეთს მიიღებთთერმ ”tribal tattoo”-ზე ან ”funny pictogram”-ზე (ან თქვენით დახატეთ თუ ნიჭი და იდეები ხელს გიწყობთ) ამობეჭდეთ სასურველი სურათი,  გამოჭერით ( ანუ გააკეთეთ ტრაფარეტი) მიადეთ კედელს და დავაი, შეღებეთ ცარიელი ადგილები, მოაცილეთ ტრაფარეტი კედელს და თქვენ გაქვთ ახალი საინტერესო ორნამენტი ოთახში :) სულ რაღაც ერთი თაბახის ფურცლის და ერთი მარკერის ან ქილა საღებავის ფასად :)

 

დღეისთვის სულ ეს იყო საუკეთესო სურვილებით იდეებ რა ვუყო ჩორვენი :)

Friday, October 23, 2009

იდუმალი ბლოგერი-Guess Who!

არაფერი განსაკუთრებული, არც პირადული….

ამათგან არც ერთი არაა იმიტომ, რომ სათაურიდანაც ჩანს - ეს ბლოგერი იდუმალია!

გარდა იმისა, რომ შეგიძლია შეხვიდე მის ბლოგზე და დატკბე განახლებადი, სასიამოვნო დიზაინის, კრეატიული ჰედერებით, საინტერესო ვიდეო და ფოტო მასალით, მეტს ვერაფერს ვერ გაიგებ მასზე ….

მე არ მინახავს, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და როგორია რეალურად…. მეტ ნაკლებად ყველა ბლოგერი ვიცი…. ის არ გამოჩენილა … ნუ ყოველ შემთხვევაში იმ შეკრებებეზე რომელზეც მე ვარ ნამყოფი…

ის ყოველთვის შემოდის და აკომენტებს… ყოველთვის დადებითია…

მის პროფილში სულ რამოდენიმე მონაცემია, ის რომ მამრია (ეს მისი ბლოგის სათაურიდანაც ჩანს) რომ 23 წლისაა და თბილისშია…

კიდევ მისი ბლოგიდან შეგიძიათ მისი სკოლისდროინდელი ზედმეტსახელის გაგებაც , მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც არ უდრის არაფერს….

მის ბლოგზე დევს კლასის ფოტო მაგრამ მიდი და გაიგე რომელია…

თუმცა მერე ახალ პოსტში უდევს ბავშვობის ფოტო ….

ბლოგი თავიდან ბოლომდე გადავაქოთე (ნუ მგონი რავიც თუ რამე არ გამომრჩა) და ყველაზე გენიალური პოსტი აღმოვაჩინე : პოსტი

მოკლედ ეს ბლოგერი მე მაშფოთებს…. დაჟე მაშინაც კი როდესაც imemeს ჯაჭვი იწერებოდა შეძლო იდუმალების შენარჩუნება და ყველა პუნქტი ისე ლაკონურად და მოკლედ დაწერა, რომ ვერაფერიც ვერ გავიგე…..

ა ხო კიდევ :

“He is a happy dreamer . . .

 

He believes in love . . .” – so sweet

კიდევ შეიძლება გაიგო სად და როგორ მუშაობდა რაღაც მომენტში, რა ფილმებს უყურებდა და რას კითხულობდა მაგრამ…. რაღა მაგრამ ჩემს ცნობისმოყვარეობას ეს ვერ აკმაყოფილებს…. Blushing

ეკონომისტი რომ არ იყოს იქნებოდა

ან ფსიქოლოგი,
ან პიანისტი,
ან მზარეული : )

(  ღმერთმანი )

ხოდა ბოლოს რა მინდოდა მეთქვა ამით? არც არაფერი მხოლოდ ჩემი აღშფოთება და თავბრუსხვევამდე მისული ცნობისმოყვარეობა აღვწერე :)

OTO ნუ ხარ იდუმალი!! ან კაი იყავი მაგრამ ცოტათი მაინც გაიხსენი რა….

პატივისცემით უკიდეგანოდ ცნობისმოყვარე ჩორვენი !

Sunday, October 18, 2009

5 იდეა როგორ გავატაროთ საღამო

მოკლედ რახან დავგეგმე უნდა დავწერო კიდევაც.

ვეცდები შემოგთავაზოთ საინტერესო თუ ბანალური 5 იდეა როგორ გაიხალისოთ საღამო.

  1. დავიწყოთ იმ იდეით რომელიც არ მოითხოვს დიდი დანახარჯებს, ასეთი საღამო იგეგმება სახლში (თქვენსაში თუ მეგობართან გადამწყვეტი არაა)P1090813
    ვმარაგდებით დიდი რაოდენობა სახრამუნო და საცმუცნი რაღაცეებით, ვიზიდავთ 5-6 ან მეტსაც რავიც მეგობარს.
    შემდეგ ვიმარაგებთ კარტს, ჩილიმს (რომელიც ყველა თავმოყავერ ადამიანის სახლში უნდა იყოს მე თუ მკითხავთ) მუსიკალურ ცენტრს და რა თქმა უნდა საინეტერსო თამაშს (რომელიც შეგიძიათ მოიძიოთ ინტერნეტში) დასალევად. ერთ ერთი ასეთი თამაშია გახდაზე – Strip or Shot . იდეა მმდგომარეობს იმაში რომ ნებისმიერი წესი შეგიძლიათ მოიგონოთ მაგალითად ყველამ თქვას ლექსი ვინც არ იტყვის იხდის ან სვავს, ან იხდისაც და სვავსაც…. მოკლედ მაგრად გაერთობით მთავარია დილით როდესაც შიშველი სხეულებით იქნება მოფენილი სახლი თავზე არავინ წამოგადგეთ :)
  2. მეორე იდეა მოიცავს ქალაქიდან გაბოდიალებას, იღებთ ერთ მანქანას, ამატებთ 5იოდე მეგობარს (ნუ თუ სამარშრუტო ტაქსი არ გაჩითეთ რომელშიც 16 კაცი ეტევა) და მიდიხართ ქალაქთან ყველაზე ახლომდებარე მინდორში :) ტკბებით ვარსკვლავებით, ლუდით და ერთმანეთის კამპანიით. მეტი ამ იდეას არ უნდა. ბანალურია მაგრამ ისეთი სასიამოვნოოო…
  3. ეს შემთხვევა რა თქმა უნდა მოითხოვს თანხებს თუმცა იმდენს არა რომ გერმანული ანგარიშით (აკა ნემეცკი შოტ) ვერ მოახერხოთ განხორციელება. თუ სახლში არ გაქვთ ჩილიმი , არც პირველი და არც მეორე იდეა არ მოგწონათ მაშინ აიღეთ ისევ მეგობრები და დაიძარით სულთან ბარისკენ რომელის კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩების შესართავში მდებაროებს, თუ მაინც და მაინც არც ეს ვარიანტი გხიბლავთ მაშინ დაიძარით პურპურისკენ სოლოლაკში (მისამართი არ ვიც გამოიყენეთ 09) სასიამოვნო გარემო გემრიელობები და მოკლედ კაია. თუ გინდათ კლუბი მაშინ მიბრძანდით გურუში, რუსთაველის პროსპექტზე,პაწას წეიძიგძიგებთ მაინც. თუ არც ეს ადგილი გხიბლავთ მაშინ აუცილებად უნდა წახვიდეთ ახალ გახსნი Flowers ში, მთელი ქალაქი ჩანს კარგია ლამაზია ფასებიც არაჩვეულებრივი.
  4. თუ მაინც და მაინც პეროები ვერ მოიძიეთ აიღეთ ისევ მეგობრები დაირაზმეთ და ადით ლისზე. დასხედით გემრიელად თევზებით გაჯერებულ და გავსებული ტბის ნაპირზე დააწყვეთ ბევრი ლუდი ერთჯერადი ჭიქები თბილი ტანსაცმელი და მეგობრები წრეზე , წამოიწყეთ რაიმე ჩამთრევი საუბარი თემაზე ომი მშვიდობა სექსი და ღალატი და ლუდი მოწყენილობა და საღამო ერთბაშად, თვალსა და ხელს შუა გაქრება :)Alone_by_fairies_dreams
  5. და ბოლოს თუ მაინც ვერ მოიწონეთ ვერც ერთი ზემოთ თქმული იდეა, მაშინ აღიარეთ რომ ხართ ძალიან უხასიათო და წუნია ადამიანი, გამოიკეტეთ ოთახის კარი, აარჩიეთ სახლის  ბიბლიოთეკაში უზომოდ მოსაწყენი წიგნი ამას დაუმატეთ მუსიკა და ჩაი და იჯექით ეგრე მანამდე სანა ამ პოსტის თავიდან გადაკითვამდე ყველა იდეა ბოლოს გარდა თქვენში აღფრთოვანებას არ გმოიწვევს!

 

 

 

კეთილი სურვილებით მე!

Thursday, October 15, 2009

2 in 1 again = #5,#6

და აი ისევ ორი დავალება ერთში, გათანგული დაღლილი ვზივარ და ამას ვაკეთებ ალბათ სულ გავაფრინე :)

 

ხოდა აი ლისთიც

  1. იყიდეთ დომენი და დააინსტალირეთ ვორდპრესი თუ ვიყიდი (მეეჭვება ჯერე მარა მაინც) მივაბავ პირდაპირ არსებულ ბლოგს
  2. თუ ფული არ გაქვთ ან გეზარებათ, გამოიყენეთ Blogger-ი. იგი ადვილია, უფასოა და Google-ისაა. ამიტომაც ძიებისას თქვენი ბლოგი უფრო ზედა რეზულტატებში გამოჩნდება.
  3. მოიფიქრეთ ბლოგის მახვილგონივრული აღწერა (tagline) – მაქვენ
  4. ფოკუსირება მოახდინეთ ნიშურ თემაზე – ჰმ ეგ თემატური გამოდის არ მაწყობს ფრიად
  5. გაუღიმეთ საძიებო სისტემებს – გამოიყენეთ ტეგები – ვიყენებ და ჩემს თეგებზე თემებიც იხსნება ვოტ! 
  6. მოფიქრეთ სხარტი სათაურები პოსტებისთვის – ყოველთვის ინტრიგა სათაურები მაქვს (ნუ თუ ასეთი დავალება არაა)
  7. პოსტებში აუცილებლად დალინკეთ შიდა გვერდები და ძველი პოსტები – ეს სულ მეზარება და ის მსგავსი პოსტების რაღაც ვერ ჩავსვი აქამდე რა
  8. პოსტების ბოლოს განათავსეთ ”მსგავსი პოსტების” ჩანართი. – ჰო აი ეს
  9. ებრძოლეთ სპამს! – აქ რა იგულისხმება ვერ გავიგე
  10. იყავით ფოკუსირებული ბლოგის განვითარებაზე - ღმერთმანი
  11. დაიცავით ბლოგი უცხო პირთა შეჭრისგან – დააყენეტ ძნელად გამოსაცნობი პაროლები – გენიალურია მადლობა შეხსენებისთვის
  12. იფიქრეთ პრემიუმ დიზაინზე
  13. კარგად შეახამეთ ბრენდინგის ელემენტები
  14. გადაიტანეთ RSS Feedburner-ზე – წტფ?
  15. მიეცით მკითხველებს საშუალება გამოიწერონ ბლოგი იმეილით
  16. მიეცით მკითხველებს კომენტარების გამოწერის საშუალება
  17. დარეგისტრირდით Google Analytics-ზე
  18. გახადეთ პოსტები სკანირებადი და კითხვადი – არის! მოკლე კონკრეტული და გასაგები!
  19. გაათავისუფლეთ ბლოგი ზედმეტი ნაგვისგან – ეს რომელია?
  20. შეინახეთ პოსტების და კომენტარების სამარქაფო ვერსია (ყოველი შემთხვევისთვის)
  21. პოსტი გააფორმეთ მინიმუმ 1 სურათით - სრულდება
  22. ატვირთეთ ისინი თქვენს საკუთარ სერვერზე ან ბლოგერის უფასო სერვისით ისარგებლეთ.
  23. არ გამოიყენოთ უფასო იმიჯ-ჰოსტინგები
  24. დაიცავით თვით-დისციპლინა
  25. დარეგისტრირდით blogroll.ge-ზე – ტოჟე არის
  26. ბლოგიდან მოაცილეთ გაფუჭებული ბმულები რომლებიც არსად არ ილინკება. – აუ ამას რა ნახავს!
  27. უპასუხეთ მკითხველის კომენტარებს – ტოჟე ძელაიუ
  28. დაწერეთ მიწვეული-პოსტი რომელიმე პოპულარულ ბლოგზე – ნწ არ მევასება
  29. იკითხეთ სხვა ბლოგები ახალი იდეებისთვის
  30. იყავით აქტიური ინტერნეტში და ცხოვრებაში
  31. გამოძვერით ”ტექსტი მეფობს”- ჩარჩოდან
  32. შექმენით ალიანსი სხვა ბლოგერთან – ანუ ვებრძოლო დანარჩენებს? მივბაძო სვითის და  დოდკას? ვთპუ
  33. შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები – შეისწავლეთ ბლოგის ტექნიკური მხარეები
  34. გახადეთ მკითხველისთვის ადვილი თქვენთან დაკავშირება
  35. იქონიეთ გამზადებული მედია კიტი რეკლამის დამკვეთებისთვის
  36. გადაიღეთ ვიდეო-პოსტი - აუფ
  37. არ იპასიუროთ, დაარეკლამეთ თქვენი ბლოგი – მე თვითონ ამომივიდა ყელში ნი ტო შტო სხვებს :))
  38. მადლობა გადაუხადეთ თქვენს სტუმრებს
  39. დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაავრცელეთ უფასოდ.
  40. მკითხველის რომელიმე საინტერესო კომენტარს ახალ პოსტში ციტირება გაუკეთეთ და განავრცეთ
  41. არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები მკითხველის შესახებ, თქვენ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ. – ამიტომ ნუ დაიწყებთ პოსტებს შემდეგი ფრაზით – “როგორც უკვე იცით, …” აუხსენით მათ ყოველი დეტალი.
  42. დაილაგეთ სამუშაო მაგიდა
  43. სპონსორი გჭირდებათ? მოიძიეთ!
  44. გამორთეთ კომენტარების მოდერაცია
  45. არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ვერ პოსტავდით. ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ დაწერეთ ახალი პოსტი. პაუზას ვერავინ შეამჩნევს.
  46. დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet)
  47. წაიკითხეთ წიგნი
  48. გაყიდეთ ან გააჩუქეთ ტელევიზორი
  49. იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან
  50. მეტი კომენტარების მოსაპოვებლად პოსტებში დასვით შეკითხვები – ოჰ ეს დიდად არ ამართლებს და ამის გარეშეც შეიძლება
  51. დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაყიდეთ
  52. შეწყვიტეთ დაგეგმვა, დაიწყეთ წერა!
  53. წერეთ ყოველ დღე – გაზარდეთ 24 საათი ”სუტკაში” 48მდე!
  54. თუ ფიქრობთ, რომ კარგად წერთ, წერეთ დღეში ორჯერ
  55. არ უთხრათ თქვენი ბლოგის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულს, თანამშრომლებს. – რატომ?
  56. თუ ისინი მაინც აღმოაჩენენ მას, სთხოვეთ დაივიწყონ თქვენი ბლოგის მისამართი. -რატომ?
  57. გალინკეთ სხვები. გალინკეთ ყველა ვინც გაგლინკავთ. ლინკებით განსხვავდება ბლოგერი მაიმუნისგან. – გენიალური შედარებაა!
  58. დაწერეთ რამე რეალური თქვენს შესახებ! – აუ ამას ვგეგმავ და ვერ გადავწყვიტე :))
  59. თუკი კვირაზე მეტია არ დაგიწერიათ სექსზე, პოლიტიკაზე და რელიგიაზე ესე იგი ”სუფთა თამაშს” თამაშობთ, რაც იმას ნიშნავს რომ #55 რჩევის შესრულებისას ჩაიჭერით. გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ. – მაიცა და თუ ეგ თემები არ მახსენდება არ მაღელვებს?
  60. დააყენეთ მთვლელი და მიეცით საშუალება ყველას ნახოს თქვენი სტატისტიკა.
  61. თუ არ იცით როგორ კეთდება ეს – ისწავლეთ. იმ წუთიდან რაც ბლოგს გააკეთებთ კარგი რაღაცეები მოხდება, მათ შორის ის, რომ ახალ რამეებს ისწავლით.
  62. სანამ ”გამოქვეყნებას დააჭერთ. მონიშნეთ მთელი პოსტი და დააჭირეთ CTRL+C-ს. ეშმაკს არ სძინავს! – აი დარდი!
  63. წერეთ გულწრფელად. ყოველი პოსტი წინაზე გულწრფელი უნდა იყოს.
  64. ცვალეთ წერის სტილი. წერეთ ლამაზი ზღაპრები. იოცნებეთ სახალხოდ. გამოფინეთ ყველაზე ჭუჭყიანი თეთრეული. სახელებით მოიხსენიეთ კონკრეტული პიროვნებები. იტირეთ, იჩხუბეთ, იმღერეთ, არ მოგერიდოთ, რომ ვინმე დაგცინებთ. – და იქნებით სვით.გე : )))))))))
  65. კვირაში ერთხელ მაინც ჩაწერეთ აუდიო პოსტები.
  66. არ იზარმაცოთ!
  67. დასასვენებლად მიდიხართ? არ მოკლათ ბლოგი! – დაუტოვეთ იგი ალიანსელს (იხ. #32) ან წინასწარ დაწერეთ სამომავლო პოსტები და გადაანაწილეთ თქვენს შვებულებაზე.
  68. დაწერეთ ღია წერილები. გააკეთეთ სიები. წერეთ სხვის შეცდომებზე.
  69. გამოიგონეთ საკუთარი თავი. – კაი ერთი კაი ეხლა ხო უფ
  70. წერა დაიწყეთ იმ ამბით, რაც დღეს გადაგხდათ.
  71. როცა არ იცით რა დაწეროთ, დაწერეთ მიმოხილვები, მაგალითად მიმოიხილეთ გუშინ ნანახი ფილმი. – ეს არის ყველაზე ყველაზე ცუდი იდეა!!
  72. ხშირად წერეთ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ.
  73. გამოააშკარავეთ საკუთარი თავი. მოყევით თქვენი საიდუმლოებები. ამ პოსტების წაშლა შემდგომში ყოველთვის შეიძლება. – მას შემდეგ რაც გამოფხილზდები მეორე დილით საშინელი პახმელიით :”)))
  74. არ გამოაქვეყნოთ თქვენი ნამდვილი სახელი. არ ილაპარაკოთ სამსახურზე თუ გაწუხებთ სამსახურიდან გამოგდების საკითხი.
  75. არ გამოაქვეყნოთ თქვენი ლექსები, მათ არავინ წაიკითხავს. განსაკუთრებით – თუ ისინი გენიალურია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ სასაცილო და იდიოტური ლექსები.
  76. მოყევით თქვენი მეგობრების შესახებ – ეჰ ამიზა მეკუთვნის ჯილდო უკვე:)
  77. შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ!
  78. წაიკითხეთ ათასობით ბლოგი და დატოვეთ სასიამოვნო კომენტარები
  79. ამობეჭდეთ ეს სია, გაიკარით სამუშაო მაგიდასთან და ყოველდღე გადახედეთ! – კე რავა არა :)))
  80. შთაგონებისთვის – იკითხეთ Sweet.geშთაგონებისთვის არ ვიც და ისე ვკითხულობ  :) სხვა რა გზა მაქვ ხომ უნდა გავერთო

51161812.bodylanguage

პ.ს არ გავაკეთებ მე ახალ თეგს! პრინციპული ბლოგერი ვარ და ეგეთი თეგები არ შეესაბამება ჩემს სტილს!

Shout List Icons